როგორც თითქმის ყველა პოპულარულ თამაშში, მითუმეტეს კი Grand Theft Auto-ში, ვიცით რომ არსებობს სპეციალური კოდები რომლებიც “სასწაულების” მოხდენის საშუალებას გვაძლევს. მოკლედ ამ პოსტში გთავაზობთ GTA IV-ის “ჩით” კოდებს რომლის საშუალებითაც აიღებთ იარაღებს, მოიმატებთ სიცოცხლეს და ა.შ.
GTA 4-ში წინა ვერსიებთან შედარებით გართულდა კოდების შეყვანა. საქმე იმაშია რომ თქვენ უკვე გარკვეული სიტყვებისა და წინადადებების აკრეფვის მაგივრად გიწევთ აკრიფოთ ნომრები, თან არა პირდაპირ თამაშის დროს არამედ მობილურ ტელეფონზე დარეკვით!
კოდის ასაკრეფად ვაკეთებთ შემდეგ კობინაციებს:
1) თამაშის დროს კლავიატურაზე ვაწვებით ზევით მიმართულ ისარს [Up], გამოვა ტელეფონი
2) ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ვაწვებით ისარს [Up]
3) და ტირეების და გამოტოვებების გარეშე ვიწყებთ სასურველი ნომრის შეყვანას:
948-555-0100 – ინფორმაცია მუსიკის შესახებ
938-555-0100 – გამოიწერე Jetmax
625-555-0150 – გამოიწერე Sanchez
625-555-0100 – გამოიწერე NRG-900
486-555-0150 – იარაღების კომპლექტი 1
486-555-0100 – იარაღების კომპლექტი 2
482-555-0100 – სიცოცხლის, ტყვიების და აბჯარის შევსება
468-555-0100 – ამინდის შეცვლა
362-555-0100 – ჯავშნის აღდგენა
359-555-0100 – გამოიწერე Annihiliator (ვერტმფრენი)
267-555-0150 – დაიმატე პოლიციის ძებნის ვარსკვლავი
267-555-0100 – მოიშორე პოლიცია
227-555-0175 – გამოიწერე Comet
227-555-0168 – გამოიწერე SuperGT
227-555-0147 – გამოიწერე Turismo
227-555-0142 – გამოიწერე Cognoscenti
227-555-0100 – გამოიწერე FIB Buffalo
4) დასარეკად ვაჭერთ Enter-ს.
სასურველ ნომერზე დარეკვის შემდეგ კოდის შესაბამისი მოქმედება შესრულდება.
მაგალითისთვის შეგიძლიათ უყუროთ ამ სადემონსტრაციო ვიდეოს, სადაც 7 კოდია განხილული: